ახალი ამბები

კალაძე: საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავი აშენდება

8 იანვარი, 2016 • 1717
კალაძე: საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავი აშენდება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში გაზსაცავის აშენება იგეგმება:

“მიმდინარეობს კვლევები, პროექტის საერთო ღირებულება იქნება დაახლოებით 230–250 მილიონ ამერიკულ დოლარამდე.  ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ზოგადად, ყველა ქვეყანა ცდილობს ჰქონდეს ამგვარი გაზსაცავი. ჩვენ მომავალ წელს დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას,”– განაცხადა კალაძემ.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც გაზსაცავი არ აქვს.

“გაზსაცავის მშენებლობის დასრულების შემდეგ მასში 230-250 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც დღესდღეობით მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-ს შეადგენს,”–წერდა კორპორაცია გასულ წელს.

მათივე ცნობით, ანალიზის შედეგებმა აჩვენეს, რომ სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს შუა ეოცენის ჰორიზონტი გაზსაცავის მშენებლობის თვალსაზრისით ყველაზე ოპტიმალური სტრუქტურაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი