ახალი ამბები

“არ იყო მოსაწონი” – კალაძე გახარიას გადადგომაზე

8 ივნისი, 2021 • 1003
“არ იყო მოსაწონი” – კალაძე გახარიას გადადგომაზე

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის 7 ივნისს გამოქვეყნებული წერილი ადასტურებს იმას, რომ გიორგი გახარიას მიერ პოლიტიკური პარტიის შექმნა არ არის “ივანიშვილის პროექტი”, თუმცა წერილში არ არის ნათქვამი, რომ “გახარია სახელმწიფოს მოღალატეა”.

“წერილი, რომელიც საზოგადოებამ იხილა გუშინ, ეს იყო კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ გახარიას პარტიის დაფუძნება არ არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი.

ივანიშვილს არ უთქვამს, რომ [გახარია] მოღალატე იყო. ეს მის განცხადებაში არ ყოფილა. მან ღალატი ახსენა გუნდთან მიმართებით. რა თქმა უნდა, არ იყო მოსაწონი ის კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში მისი მხრიდან იყო მიღებული”, – განაცხადა თბილისის მერმა კახი კალაძემ 9 ივნისს.

განსხვავებით კალაძისგან, გახარიას გადადგომას “მოღალატეობრივი” კიდევ ერთხელ უწოდა ირაკლი კობახიძემ.

“ერთი გაცხადდა ამ ყველაფრით, რომ გახარია არ არის არც ოცნების და არც ივანიშვილის პროექტი. ამით გაცხადდა ისიც, რომ გახარია არის სხვა რამის და სხვა ვინმეს პროექტი. ამაზე საზოგადოება მოგვიანებით გაიგებს უფრო მეტს.

რაც შეეხება შეფასებას, ღალატი, მოღალატე ეს საუკეთესოდ ასახავს იმ ყველაფერს, რაც მოხდა ამა წლის თებერვალში [გახარიას გადადგომა]. ეს იყო, რა თქმა უნდა, გუნდის ღალატი და უფრო მეტიც, როგორც ეს ითქვა ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და პოლიტიკურად ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


გუნდთან ვერ მივაღწიე შეთანხმებას – გახარია პოსტის დატოვებას მელიას დაპატიმრების თემით ხსნის

მასალების გადაბეჭდვის წესი