თბილისის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატად უკვე დაასახელა, ამომრჩეველს ახალი საარჩევნო სლოგანი წარუდგინა.
“მეტი სიცოცხლე ყველა უბანში”, – ასე ჟღერს კალაძის ახალი სლოგანი.
“რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, პირადად მე, ყველა ის ადამიანი, ვინც მუნიციპალიტეტში მუშაობს, 24 -საათიან რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა, რათა მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მომდევნო დღეებში წარუდგენს ამომრჩეველს დეტალურ ინფორმაციას, როგორი იქნება საარჩევნო პროგრამა და კონკრეტულად რა პროექტების განხორციელებას აპირებს მომდევნო წლების განმავლობაში.
კახა კალაძე მერობის კანდიდატად დასახელების ცერემონია 20 ივლისს მთაწმინდის პარკში ჟურნალისტებისა და აქტივისტების აქციის პარალელურად გაიმართა.