ახალი ამბები

“ბილაინისა” და “კავკასუსის” შესაძლო შერწყმის საკითხზე კომისია 5 იანვარს იმსჯელებს

4 იანვარი, 2016 • 2096
“ბილაინისა” და “კავკასუსის” შესაძლო შერწყმის საკითხზე კომისია 5 იანვარს იმსჯელებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, 5 იანვარს,კომისია შპს მობიტელისა (ბილაინის) და კავკასუსის ერთობლივ განცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ იმსჯელებს.

ბილაინის პრესსამსახურის ცნობით, საუბარია ამ ორი კომპანიის შერწყმაზე.

“კომისიამ უნდა შეისწავლოს საკითხი. ამის შემდეგ ან არ მოგვცემს ნებართვას, ან მოგვცემს და შემდეგ იწყება უკვე კომპანიებს შორის მოლაპარაკება,”– განაცხადეს ბილაინის პრესსამსახურში.

კომისიის პრესმდივანი, ხატია ყურაშვილი განმარტავს, რომ კომისია შეისწავლის, თუ რას გამოიწვევს ბაზარზე ეს ტრანზაქცია:

“ხვალ იწყება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ. კომისიამ უნდა შეისწავლოს, აღნიშნული ტრანზაქციის შედეგად რა შესაძლო ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს კონკურენციის თვალსაზრისით ამ ბაზრის სეგმენტებზე, რომელზეც არის საუბარი, ანუ- IP ტელევიზიის, ინტერნეტმომსახურების საცალო ბაზარზე და სატელეფონო მომსახურებსი საცალო ბაზარზე,”– განუცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესმდივანმა ნეტგაზეთს.

მასალების გადაბეჭდვის წესი