ახალი ამბებირეკლამა

MarTv ციფრული ტელევიზიის პრემიუმ პაკეტი ბილაინის აბონენტებისთვის

8 თებერვალი, 2023 • 1082
MarTv ციფრული ტელევიზიის პრემიუმ პაკეტი ბილაინის აბონენტებისთვის

ბილაინის აბონენტებს უკვე შეუძლიათ ისარგებლონ მხოლოდ მათთვის შექმნილი ინტერნეტ პაკეტით, რომელიც მოიცავს ციფრული ტელევიზია  MarTv -ის პრემიუმ პაკეტს და 3 GB მობილურ ინტერნეტს, სულ ₾5 თვეში.

მომხმარებელს ექნება წვდომა 150-ზე მეტ ქართულ და უცხოურ არხზე, რომლებსაც შეუძლია უყუროს ნებისმიერი მოწყობილობით, მათ შორის: ტელეფონით, პლანშეტით, კომპიუტერით და სმარტ ტვ -ით.

ხსენებული პაკეტის შეძენისას, მომხმარებელი სარგებლობს: გადახვევის და დაპაუზების ფუნქციით, შეუძლია შეინახოს ფავორიტი არხები და დამატებითი სქროლვის გარეშე იპოვოს სასურველი არხი და გადაცემა, უყუროს ტელევიზიას ვების, მობილურის, პლანშეტის და SmartTV Box -ის მქონე ტელევიზორის მეშვეობით.

აღნიშნული სერვისით სარგებლობა მარტივია –  მომხმარებელს შეუძლია გაიაქტიუროს ხსენებული პაკეტი: MyBeeline App-იდან, ბილაინის ვებგვერდიდან , ან USSD კოდის  *325*10# გამოყენებით. პაკეტის ყიდვის შემდეგ გაივლის რეგისტრაციას MarTV-ის პლატფორმაზე მისივე ტელეფონის ნომრით და წვდომა მიღებულია.

MarTV-ის აპლიკაციის ჩამოსატვირთად, ეწვიეთ ბმულებს: App Store -ზე, ან Play Store -ზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი