ომის ვეტერანები და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები გმირთა მოედანზე ყოველდღე, დღეიდან 7 იანვრამდე, მჯდომარე აქციას გამართავენ – ამის შესახებ მათ გმირთა მოედანზე დღეს განაცხადეს.
როგორც აქციის წევრები ამბობენ, ისინი აქციას კონკრეტული მოთხოვნებისთვის არ მართავენ: საპროტესტო გამოსვლებით სურთ, მათი მსგავსი მრავალი ოჯახის სათქმელი თქვან.
განცხადებაში, რომელიც მათ გაავრცელეს, ნათქვამია, რომ ისინი უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვობენ, არ აქვთ დენი და გაზი, ექიმთან კონსულტაციაზე უფულობის გამო ვერ მიდიან, ვეღარ სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მას შემდეგ, რაც მგზავრობის საფასური გაიზარდა.
,,შიმშილობას კი არ ვაცხადებთ, არამედ გვინდა დავანახოთ ხელისუფლებას, რომ ვშიმშილობთ ჩვენ, ჩვენი ოჯახები და ჩვენნაირად ძალიან ბევრი ოჯახი’’, – წერია განცხადებაში.