დამეწყრილი სოფელი კურსები 29 მარტის ფოტოებში:
ტყიბულის მუნიციპალიტეტ სოფელ კურსებში 12 მარტის ღამეს მეწყრული პროცესები დაიწყო, რის შედეგადაც ამ დროისთვის დანგრეულია 5 სახლი. თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ დაბზარული და დაზიანებული ბევრად მეტია. ამ დროისთვის, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, 45 ოჯახი გადანაწილებულია სასტუმროებში გელათსა და ქუთაისში.

ადგილობრივების თქმით, 12 მარტის შემთხვევამდე მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობდნენ, შესაბამისად, ყველა ოჯახისთვის მოულოდნელი იყო ის, რაც მოხდა.

მეწყერმა დააზიანა ქუთაისი-ტყიბულის მთავარი დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი, რის გამოც ამ დრომდე საავტომობილო გზით სარგებლობა შეუძლებელია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ კურსებში გეოლოგები მონიტორინგს აგრძელებენ, მეწყრული პროცესები კი სტაბილიზაციის ფაზაშია გადასული.

