ახალი ამბები

საქართველო ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში ღია კარის პოლიტიკაზე

2 დეკემბერი, 2015 • 1306
საქართველო ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში ღია კარის პოლიტიკაზე

ბრიუსელში გამართული ნატოს მინისტერიალის შემდეგ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის 29-ე წევრი გახდება მონტენეგრო, საგარეო საქმეთა სამინისტრებმა განცხადება შეიმუშავეს ღია კარის პოლიტიკაზე, რომელშიც საქართველოს შესახებაცაა საუბარი.

განცხადებაში აღნიშულია, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და ეს გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღესაც დაადასტურეს. განცხადებაში წერია, რომ ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმებიან იმ პროგრესს, რაც საქართველომ აჩვენა 2008 წლის შემდეგ.

განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია ის პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების კუთხით, რაც მოიცავს ერთობლივ წვრთნებს, ერთობლივი საწვრთნელი და შეფასების ცენტრის გახნას და ა.შ.

“რამდენადაც ჩვენ ვემზადებით ვარშავის სამიტისთვის, ჩვენ გამოვძებნით ახალ, პრაქტიკულ გზებს, რათა უფრო გავააქტიუროთ ძალისხმევა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის და თანამშრომლობის გაზრდის საშუალებით, მათ შორის, თავდაცვის და სტრატეგიული კომინიკაციის სფეროში.

ნატო აღიარებს საქართველოს ძალისხმევას, რომ გააძლიეროს დემოკრატია, მათ შორის საუბარია სამართლებრივ რეფორმაზე და უსაფრთხოების სერვისებზე, და მოახდინოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია,” – ნათქვამია განცხადებაშია და აღნიშნულია, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნატო რჩება ღია კარის პოლიტიკის ერთგული. ნატო მოუწოდებს პარტიორებს, გააგრძელონ საჭირო რეფორმების განხორციელება.

“დღეს ჩვენ განვახორციელეთ უელსის სამიტის პირობა მონტენეგროს მიმართ, რაც არის სახელმძღვანელო სხვა ასპირანტი ქვეყნებისთვის, ვარშავის სამიტის გადმოსახედიდან. ვიმედოვნებთ, რომ ისინი გადადგამენ საჭირო ნაბიჯებს მათი სწრაფვის მისაღწევად. ჩვენი გადაწყვეტილებები დაეფუძნება ამ მოსაზრებებს,” – ნათქვამია ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში.

ნატოს მინისტერიალი ბრიუსელში, 2.12.2015, ფოტო: ნატოს ვებ-გვერდიდან

ნატოს მინისტერიალი ბრიუსელში, 2.12.2015, ფოტო: ნატოს ვებ-გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი