საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს.
ნინო ბერძული მინისტრის მოდგილედ 2015 წლის 19 ნოემბრიდან დაინიშნა. იგი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო საქმის ფაკულტეტზე, 1996-1997 წწ. – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ინტერნატურა მეან-გინეკოლოგიაში, 2002-2004 წწ. – საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი – ემორის უნივერსიტეტი, ატლანტა, აშშ, ედმუნდ მასკის სახელობის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტი, 2014-2016 წწ. – საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორანტი, კანდიდატი – ოსლოს უნივერსიტეტი, ნორვეგია.
მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე 2013-2015 წწ. – USAID დედათა და ბავშვთა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამის დირექტორი, ჯეი-ეს-აის კვლევებისა და სწავლების ინსტიტუტი.