საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს.

ნინო ბერძული მინისტრის მოდგილედ 2015 წლის 19 ნოემბრიდან დაინიშნა. იგი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  სამკურნალო საქმის ფაკულტეტზე, 1996-1997 წწ. – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ინტერნატურა მეან-გინეკოლოგიაში, 2002-2004 წწ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი – ემორის უნივერსიტეტი, ატლანტა, აშშ, ედმუნდ მასკის სახელობის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტი, 2014-2016 წწ. – საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორანტი,  კანდიდატი –  ოსლოს უნივერსიტეტი, ნორვეგია.

მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე 2013-2015 წწ. – USAID დედათა და ბავშვთა და  რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამის დირექტორი, ჯეი-ეს-აის კვლევებისა და სწავლების ინსტიტუტი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *