ახალი ამბები

გადასახადები მხოლოდ რეფერენდუმის გზით გაიზრდება

6 დეკემბერი, 2010 • • 996
გადასახადები მხოლოდ რეფერენდუმის გზით გაიზრდება

საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებას საზოგადოების თანხმობა დასჭირდება, – ამბობს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.

ორგანული კანონპროექტი ეკონომიკური თავისუფლებისა და ღირსების შესახებ ითვალისწინებს, რომ გადასახადის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებას რეფერენდუმით გამოხატული საზოგადოებრივი თანხმობა სჭირდება.

საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებს განეკუთვნება: საშემოსავლო; მოგების; დამატებული ღირებულების გადასახადი; აქციზი; ქონების; ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეთა; ქონების გადაცემისათვის; სოციალური დაზღვევის; ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის; მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისათვის; ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და ზენორმატიული დატვირთისათვის; ფიქსირებული; მცირე ბიზნესის გადასახადი;

,,ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ეს არ არის მხოლოდ მეწარმეების დაცვა, ეს შეეხება ნებისმიერ ადამიანს, რომელიც არის დასაქმებული და იხდის საშემოსავლოს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით დაზღვეული, რომ აღარასდროს ეს გადასახადი არ გაიზრდება’’, – ამბობს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი.

ეკონომიკური თავისუფლებისა და ღირსების შესახებ კანონპროექტი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივაა.

კანონპროექტის ინიცირება დღეს ბიუროს სხდომაზე მოხდება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი