ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო ხელშეკრულებას უნდა მოაწერონ ხელი — ალიევის თანაშემწე

1 მარტი, 2024 • 2490
აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო ხელშეკრულებას უნდა მოაწერონ ხელი — ალიევის თანაშემწე

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიკმეტ გაჯიევმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მშვიდობა ეხება ბაქოსა და ერევანს, ის არ არის დაკავშირებული პარიზთან, ბრიუსელთან და სხვა ადგილებთან. ორმა ქვეყანამ უნდა მოაწეროს ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას“ ,— განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ანტალიაში მიმდინარე 2024 წლის დიპლომატიური ფორუმის — „მშვიდობა, განვითარება და კავშირები სამხრეთ კავკასიაში“ — ფარგლებში. 

გაჯიევმა ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობის მისაღწევად რეალური განზრახვაა საჭირო. 

„საზღვარი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უნდა იყოს რეალური საზღვარი და არა დაპირისპირების ხაზი“, —  განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ. 

ჰიკმეტ გაჯიევმა აღნიშნა, რომ ამ კუთხით აზერბაიჯანულ მხარეს აქვს კითხვა სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან დაკავშირებით. 

მან განაცხადა, რომ მილიტარიზაციის პროგრამების წახალისება აღარ უნდა მოხდეს. 

ჰიკმეტ გაჯიევის თქმით, აზერბაიჯანს აქვს სურვილი, რომ სამხრეთ კავკასია ტრანსფორმაციის, მშვიდობის, უსაფრთხოების და თანამშრომლობის რეგიონი იყოს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი