მაისურზე წარწერის გამო დაკავებულ შოთა ოდიშვილს მოსამართლე ნინო ენუქიძემ 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
როგორც ნეტგაზეთს შოთა ოდიშვილის ადვოკატმა, გიორგი ტაბატაძემ განუცხადა, ის გურჯაანის იზოლატორშია გადაყვანილი.
შოთა ოდიშვილი საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. ის 23 აგვისტოს, თბილისში რუსთაველის გამზირზე გამართული აქციიდან წასული მთავრობის ადმინისტრაციასთან დააკავეს.
„აქცია რომ დამთავრდა მთავრობის ადმინისტრაციასთან ავიდა და ადმინისტრაციის წინ შემაღლებულზე იყო ჩამომჯდარი და ამბობს, რომ ტელეფონში სუდოკუს ვთამაშობდიო. ეცვა მაისური [წარწერით]. ჩემთვის ვიჯექი, არანაირი კომუნიკაცია არ მქონია არცერთ პოლიციელთან, მოვიდნენ პოლიციელები და მითხრეს, რომ გამოგვყევი მანქანასთანო, რაზეც დაემორჩილა და გაჰყვა მანქანასთან. უთხრეს, რომ ცოტა ხანს მოიცადეო და შემდეგ მიდის რამდენიმე პოლიციელი რამნდეჯრმე და ეუბნებიან, რატომ აგინებდი პოლიციელებსო. ამის სამხრე კამერებიც წარმოგვიდგინეს. შოთა ოდიშვილი ეუბნება, რომ ტყუილია, არავისთვის მიგინებია, აგერ არ ვიჯექი და მოვედი ჩვეულებრივადო? მაისურზე გადაუღეს ფოტო, დააკავეს, დაადეს ხელბორკილები და შეუდგინეს ოქმი ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით – წვრილმანი ხულიგნობით ამ მაისურის გამო და 173-ე მუხლით, რომ თითქოს პოლიცილებს აგინებდა. თუმცა არაფრით არ დასტურდება, რომ პოლიციელებს შეაგინა. სასამრთლოზე პოლიციელი მოიყვანეს და იმას ათქმევინეს, რომ ჩვენ გვაგინებდაო“, – აცხადებს გიორგი ტაბატაძე.
