„არასოდეს შეურიგდეთ ოკუპაციას“- როგორც APA იუწყება, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა შუშის გლობალური მედიაფორუმის გახსნაზე.

„ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობას და მომავალშიც დავუჭერთ მხარს. არცერთი სახელმწიფოს საზღვრები არ შეიძლება შეიცვალოს ძალის გამოყენებით ან ამ ქვეყნის ხალხის თანხმობის გარეშე. ამ საკითხზე ჩვენი პოზიცია თანმიმდევრული და მტკიცეა.

რაც შეეხება უკრაინელ ხალხს, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, შესაძლებლობების ფარგლებში, დავეხმაროთ მას. არ მსურს ამაზე ბევრი ვისაუბრო, რადგან ამას რეკლამისთვის არ ვაკეთებთ. ეს ასევე გულიდან წამოსული ნაბიჯია. დახმარებას მხოლოდ სახელმწიფო არ უწევს ამ საქმეში ერთვებიან რიგითი ადამიანები და კერძო კომპანიებიც. ეს საყოველთაო სოლიდარობის მაგალითია.

ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ იმ ადამიანებს, რომლებიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას შეეჯახნენ“, – თქვა ალიევმა.