თელავში უხვი ნალექის შედეგად ხევი ადიდდა – დატბორილია ქუჩები

თელავში ძლიერი წვიმის შედეგად თელავის ხევი ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. დაიტბორა კავკასიონისა და ალაზნის გამზირები. „ნეტგაზეთს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ ქალაქში სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივი მედია „მთავარი ამბები კახეთიდან“ წერს, რომ წყალი ამ დრომდე ქუჩებში მიედინება, დატბორილია კორპუსების პირველი სართულები და სარდაფები, ასევე აფთიაქები, მაღაზიები და სხვა ობიექტები. გარდა … Continue reading თელავში უხვი ნალექის შედეგად ხევი ადიდდა – დატბორილია ქუჩები