ახალი ამბები

სააკაშვილი:საქართველო არასდროს გამოიყენებს ძალას ოკუპირებული ტერიტორიებისადმი

23 ნოემბერი, 2010 • • 1194
სააკაშვილი:საქართველო არასდროს გამოიყენებს ძალას ოკუპირებული ტერიტორიებისადმი

„საქართველო არასოდეს გამოიყენებს ძალას თავისი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღსადგენად, ის გამოიყენებს მხოლოდ მშვიდობიან საშუალელებს, მისი დეოკუპაციის და გაერთიანების განსხორციელებლად, მაშინც კი, თუ რუსეთი უარს იტყვის თავისი საოკუპაციო ჯარების გაყვანაზე, მაშინაც კი, თუ მისი შეირაღებული რაზმები გააორმაგებენ ადამიანების უფლების დარღვევას.  საქართველო დაიტოვებს მხოლოდ თავდაცვის უფლებას, ახალი შეტევისა და შეჭრის შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიის  80 პროცენტზე, რომელსაც საქართველოს მთვარობა აკონტროლებს,–განაცხადა მიხეილ სააკშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას.

სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ  წერილობით მიმართავს გაეროს, ეუთოს, ევროკავშირს, სადაც დაფიქსირდება, რომ საქართველოს არ სურს ძალის გამოყენება.

სააკაშვილმა თქვა, რომ  ცალმხრივი გადაწყვეტილება, რომელიც მან სტრასბურგში გააჟღერა, არ იყო ადვილი მისაღები ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც 500 ათასი დევნილი ჰყავს და რომლის ტერიტორიების 20%  ოკუპირებულია.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტს განუცხადა, რომ საქართველო  და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპაზეა დამოკიდებული.

“დროა ვთქვათ, რომ ჩვენ აღარ უნდა გვქონდეს ახალი გროზნო, აღარასოდეს არ  უნდა დავინახოთ ხალხი, რომელიც გამოგდებულია თავისი სახლიდან, რწმენის, ეროვნების გამო, როგორც ეს მოხდა ჩემს ქვეყანაში..მე მზად ვარ, ვიმუშავო რუსეთის ხელისუფლებასთან, რომ ეს არასოდეს განმეორდეს”.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ყველაზე მეტად სურს, რუსეთი ისეთი ქვეყანა გახდეს, რომელიც პატივს სცემს ევროპულ სამართალს.

“მსურს რუს ხალხს ვუთხრა, რომ მათ ყოველთვის სიხარულით მიიღებენ როგორც ტურისტებს, ბიზნესმენებს, ჟუნრალისტებს, მაგრამ არა როგორც ოკუპანტებს”.

საქართველოს პრეზიდენტმა თავისი გამოსვლისას ჰიუგოს და ემანუელ კანტის ციტატები მოიყვანა. გამოსვლა კი ნოე ჟორდანიას სიტყვებით დაასრულა.

“წითელი არმიის შემოჭრამდე რამდენიმე დღით ადრე ნოე ჟორდანიამ თავისი ევროპული არჩევანი ასე ახსნა. რას მივიღებთ, თუ ევროპის სახელმწიფოების კულტურისკენ გადავიხრებით? მხოლოდ 2000– წლიან ეროვნულ კულტურას, დემოკრატიულ  და ბუნებრივ სისტემებს. მე, საქართველოს სხვა პრეზიდენტი მოგმართავთ ევროპის ფასეულობების სიყვარულით. დღეს აქ მოვედი იმისთვის, რომ გითხრათ, ჩვენ შესაძლებლობის მაქსიმაუმს გამოვიყენებთ, რომ მივაღწიოთ ჩვენ ევროპულ დანიშნულებას”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი