ევროკომისიის პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერის განცხადებით, ევროკავშირი სწრაფ გამოძიებას ელის BBC-ის ინფორმაციაზე, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს.
„ჩვენც ახლახან ვნახეთ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. ასე რომ, თუ ეს სიმართლე აღმოჩნდება, ეს მიუღებელი იქნება. ჩვენ ველოდებით სწრაფ, გამჭვირვალე და სანდო გამოძიებას ამ ბრალდებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ანიტა ჰიპერმა პრესკონფერენციაზე “ევროსკოპის” კითხვის საპასუხოდ.
BBC-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი გამოიყენა. “ქართული ოცნება” ამ ცნობას აბსურდს უწოდებს და BBC-ის სასამართლოში ჩივილით ემუქრება.







