სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ოპოზიციური ბლოკის, „სომხეთის“ ლიდერისა და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ნებართვა გასცა (ქოჩარიანის ბლოკმა 7 ივნისის არჩევნებში ბარიერი გადალახა და პარლამენტში გავიდა).