ახალი ამბები

ცეცხლის შეწყვეტაზე პუტინის თანხმობას უკვე დიდი ხანია აგვიანდება – მერცი

13 მაისი, 2025 •
ცეცხლის შეწყვეტაზე პუტინის თანხმობას უკვე დიდი ხანია აგვიანდება – მერცი

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აგვიანდება დათანხმდება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე. მერცი წერს, რომ უკრაინის უპირობო თანხმობის შემდეგ ბურთი რუსეთის მოედანზეა.

“უკრაინა დათანხმდა უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ პუტინის თანხმობას უკვე დიდი ხანია აგვიანდება. ახლა, პუტინზეა, მიიღებს თუ არა ამ შეთავაზებას და დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას. ბურთი რუსეთის მოედანზეა”, – წერს მერცი.

Die Ukraine hat sich zu einem bedingungslosen 30-tägigen Waffenstillstand bereit erklärt, aber Putins Zustimmung hierzu ist überfällig.

Nun ist es an Putin, dass er dieses Verhandlungsangebot seinerseits annimmt und einem Waffenstillstand zustimmt. Der Ball liegt bei Russland.

— Bundeskanzler Friedrich Merz (@bundeskanzler) May 13, 2025

მერცმა სხვა ევროპელ ლიდერებთან, მათ შორის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრებთან, კირ სტარმერთან და დონალდ ტუსკტან ერთად უკრაინასა და რუსეთს 30-დღიანი, სრული ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზეს. უარის შემთხვევაში ისინი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მზაობა გამოთქვეს.

მეორე დღეს, ვლადიმერ პუტინმა ბრიფინგი გამართა, სადაც უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკება შესთავაზა. მოლაპარაკების დაწყების დროდ და ადგილად მან 15 მაისი და სტამბოლი განსაზღვრა. თქვა, რომ ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯებ ტაიპ ერდოღანს დაელაპარაკება.

პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. თუმცა, არ გამორიცხა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სწორედ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებებისას მიაღწიონ.

საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის პირადად შეხვდეს პუტინს. თუმცა, იქამდე მისგან ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობას ელის.

“ნებისმიერი ომის ნამდვილად დასრულების პირველი ნაბიჯი არის ცეცხლის შეწყვეტა. აზრი არ აქვს მკვლელობის გაგრძელებას თუნდაც ერთი დღით”, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი