საზოგადოება

ცეცხლის შეწყვეტაზე ევროპელი ლიდერების ულტიმატუმს, პუტინმა საკუთარი ინიციატივით უპასუხა

11 მაისი, 2025 •
ცეცხლის შეწყვეტაზე ევროპელი ლიდერების ულტიმატუმს, პუტინმა საკუთარი ინიციატივით უპასუხა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინას “პირდაპირ მოლაპარაკებებს” სთავაზობს. ამის შესახებ პუტინმა 10 მაისს, გვიან ღამით გაკეთებულ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა.

მიმართვა პუტინმა მას შემდეგ ჩაწერა, რაც ევროპელმა ლიდერებმა მას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზეს, უარის შემთხვევაში კი სანქციებსა და უკრაინის შეიარაღების გაზრდაზე მზაობა გამოთქვეს. ეს იდეა გაჟღერდა კიევში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ვიზიტის დროს.

“ჩვენ გვინდა დავიწყოთ [მოლაპარაკებები] დაუყოვნებლივ, უკვე მომავალ ხუთშაბათს, 15 მაისს, სტამბულში, სადაც აქამდეც იმართებოდა”, – განაცხადა პუტინმა და დაამატა, რომ ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯებ თაიფ-ერდოღანს კვირას, 11 მაისს დაელაპარაკება.

პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. თუმცა, არ გამორიცხა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სწორედ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებებისას მიაღწიონ.

ბრიფინგზე პუტინმა განაცხადა, რომ მას სურს “სერიოზული მოლაპარაკებები”, “კონფლიქტის საფუძვლიანი გადაჭრა” და “გრძელვადიანი მშვიდობა”.

პუტინის კითხვებზე არ უპასუხია, მაგრამ მისი გამოსვლის შემდეგ მედიასთან დამატებითი განმარტებები გააკეთა მისმა პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა. მან განაცხადა, რომ “უშედეგოა სანქცირების მცდელობა”.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი