უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზებას სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ. ზელენსკი წერს, რომ მზად არის შეხვედრისთვის, მაგრამ იქამდე, ელის ცეცხლის შეწყვეტას რუსეთისგან.
“დადებითი ნიშანია, რომ საბოლოოდ, რუსებმაც დაიწყეს ომის დამთავრებაზე ფიქრი. მთელი მსოფლიო ელოდება ამას უკვე ძალიან დიდი ხანია. ნებისმიერი ომის ნამდვილად დასრულების პირველი ნაბიჯი არის ცეცხლის შეწყვეტა.
აზრი არ აქვს მკვლელობის გაგრძელებას თუნდაც ერთი დღით. ჩვენ ველით რუსეთისგან, რომ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტაზე – სრულად, გრძელვადიანად და უეჭველად – რომელიც დაიწყება ხვალ, 12 მაისს და უკრაინა, მზად არის შეხვედრისთვის”, – წერს ზელენსკი.
It is a positive sign that the Russians have finally begun to consider ending the war. The entire world has been waiting for this for a very long time. And the very first step in truly ending any war is a ceasefire.
There is no point in continuing the killing even for a single…
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) May 11, 2025
ევროპელმა ლიდერებმა რუსეთს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზეს, უარის შემთხვევაში კი სანქციებსა და უკრაინის შეიარაღების გაზრდაზე მზაობა გამოთქვეს. ეს იდეა გაჟღერდა კიევში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ვიზიტის დროს.
საპასუხოდ, პუტინმა ბრიფინგი გამართა, სადაც უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებები შესთავაზა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. თუმცა, არ გამორიცხა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სწორედ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებებისას მიაღწიონ.
ამავე თემაზე: