უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მზადყოფნას გამოთქვამს, პირადად შეხვდრის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.
ასე უპასუხა მან პუტინის შეთავაზებას პირისპირი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ხუთშაბათს, 15 მაისს, თურქეთში.
“ჩვენ ველოდებით სრულ და გრძელვადიან ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც უნდა დაიწყოს ხვალ, რათა უზრუნველვყოთ დიპლომატიისთვის აუცილებელი საფუძველი. მკვლელობების გაგრძელებას აზრი არ აქვს. მე ველოდები პუტინს თურქეთში ხუთშაბათს. პირადად. იმედი მაქვს, რუსები ამჯერად რუსები უარის საბაბს არ მოძებნიან”, – განაცხადა ზელენსკიმ.
We await a full and lasting ceasefire, starting from tomorrow, to provide the necessary basis for diplomacy. There is no point in prolonging the killings. And I will be waiting for Putin in Türkiye on Thursday. Personally. I hope that this time the Russians will not look for…
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) May 11, 2025
ვლადიმერ პუტინმა 11 მაისის ღამეს ბრიფინგი გამართა და უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების სურვილი გამოთქვა. მან თქვა, რომ მოლაპარაკებები დაწყება სურს 12 მაისს, თურქეთში და ამის შესახებ დაელაპარაკება რეჯებ თაიფ ერდოღანს.
პუტინის ბრიფინგი იყო ევროპელი ლიდერების ულტიმატუმის საპასუხო ქმედება, როდესაც საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და პოლონეთის პირველმა პირებმა კიევში ვიზიტისას მხარეებს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზეს, უარის შემთხვევაში კი სანქციების გამკაცრების მზაობა გამოთქვეს.
პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. თუმცა, არ გამორიცხა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სწორედ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებებისას მიაღწიონ.
პუტინის ინიციატივის საპასუხოდ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ შეთანხმებისთვის მზაობა არსებობს “მკვლელობების გაგრძელებას აზრი არ აქვს”.
რუსეთის პრეზიდენტს გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტიც. მაკრონმა თქვა, რომ შეუძლებელია მოლაპარაკებები მაშინ, “როცა იარაღი საუბრობს”.
ამავე თემაზე: