მას შემდეგ, რაც თურქეთის პოლიციამ დააკავა ოპოზიციის ლიდერი, ერდოღანის მთავარი პოლიტიკური მეტოქე, სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ, გაიცა ბრძანება სხვა პირების დაკავების შესახებ და რამდენიმე დღით აიკრძალა აქციები პროტესტის თავიდან ასაცილებლად, თურქული ლირა ისტორიულ ნიშნულამდე გაუფასურდა.
თურქული ლირის ღირებულება 12.7%-ით დაეცა. ეს კურსის ყველაზე დიდი და სწრაფი ვარდნაა 2023 წლის ივლისის შემდეგ. 1 აშშ დოლარის შესაძენად თითქმის 42 თურქული ლირაა საჭირო.
არსებული გამოთვლებით, თურქეთის ეროვნულმა ბანკმა 5 მილიარდის რეზერვები გაყიდა ლირის კურსის ვარდნის შემდეგ, თუმცა არის ვერსიები, რომ გაყიდული რეზერვების ოდენობა შესაძლოა ერთ დღეში 10 მილიარდსაც აღწევდეს.
2023 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე უარეს ნიშნულზეა აქციების ფასებიც. ექსპერტები ელიან, რომ ვარდნა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.