ახალი ამბები

ტრამპის თქმით, პუტინთან სამშაბათს ისაუბრებს

17 მარტი, 2025 •
ტრამპის თქმით, პუტინთან სამშაბათს ისაუბრებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამშაბათს აპირებს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ისაუბროს და უკრაინაში ომის დასრულება განიხილოს.

“მე პრეზიდენტ პუტინს სამშაბათს გავესაუბრები. შაბათ-კვირას ბევრი სამუშაო შესრულდა. ჩვენ გვინდა ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამ ომის დასრულებას. შეიძლება შეგვიძლია, შეიძლება არ შეგვიძლია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შანსი გვაქვს”, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

კითხვაზე, თუ რა დათმობები განიხილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში, ტრამპმა თქვა: “ჩვენ ვისაუბრებთ მიწის შესახებ, ვისაუბრებთ ელექტროსადგურების შესახებ”.

ამ ეტაპზე ტრამპი ცდილობს დაითანხმოს პუტინი, 30 დღით უკრაინასთან ომი შეწყვეტოს. იმავე წინადადებაზე უკრაინა უკვე თანახმაა.

პუტინმა თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არის და „იარაღის დაყრისა და ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში“ უკრაინელ სამხედროებს გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ სიცოცხლე და ღირსეულად მოეპყრობიან, როგორც ამას საერთაშორისო სამართალი მოითხოვს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინის სიტყვებს, თითქოს ის მზადაა ცეცხლის შესაწყვეტად, აფასებს, როგორც თვალთმაქცობას, საჩვენებელ პოზას და თვლის, რომ რუსეთი სამშვიდობო პროცესის დროში გაწელვას ეცდება.

პუტინის მზაობა ცეცხლის შეწყვეტაზე საჩვენებელი პოზაა — ზელენსკი

მასალების გადაბეჭდვის წესი