ახალი ამბები

საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო ავიაკომპანია, Edelweiss იწყებს მუშაობას

13 აპრილი, 2025 •
საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო ავიაკომპანია, Edelweiss იწყებს მუშაობას

საქართველოში მუშაობა დაიწყო Lufthansa-ს საავიაციო ჯგუფში შემავალმა ავიაკომპანიამ, Edelweiss-მა. პირველი პირდაპირი ფრენა კომპანიამ 12 აპრილს შეასრულა – ციურიხიდან თბილისში 151 მგზავრი ჩამოიყვანა.

Edelweiss სწორედ ციურიხიდან თბილისში და უკან შეასრულებს პირდაპირ რეისებს რეგულარულად, კვირაში 2-ჯერ.

აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ლევან მოსეშვილის ინფორმაციით, აქამდე საქართველოს არცერთი აეროპორტიდან ციურიხის მიმართულებით პირდაპირი ფრენები არ სრულდებოდა.

“დღეს არის ისტორიული მომენტი, ძალიან ბევრი წლის შემდეგ, თითქმის 25 წლის შემდეგ ჩვენ გვყავს შვეიცარიული კომერციული ავიაკომპანია საქართველოს ბაზარზე, რომელიც დღეს თბილისში ჩამოფრინდა. შეხედეთ ამ ლამაზ ხომალდს უმშვენიერესი შვეიცარიიდან. მე ძალიან ბედნიერი ვარ და ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე გამოიყენებს ამ შესაძლებლობას და მოინახულებს შვეიცარიას”, – განაცხადა შვეიცარიის ელჩმა საქართველოში, ჰაიდი გრაუმ.

Edelweiss 29 წლის წინ დაფუძნებული შვეიცარიული Swiss International Airlines-ის შვილობილი ავიაკომპანიაა, რომელიც Lufthansa ჯგუფის მფლობელობაში შედის.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი