დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს (UK) მიერ უკრაინისთვის გამოყოფილ 2-მილიარდიანი ევროს პაკეტი მოიცავს 5000-ზე მეტ მსუბუქ მრავალფუნქციურ რაკეტას, რომელიც “შაჰიდის” დრონების ჩამოსაგდებად გამოიყენება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, კირ სტარტერმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის რეკორდული ინიციატივა ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე დააანონსა. მას არ დაუკონკრეტებია ზუსტი შეიარაღება, მაგრამ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა დეტალების შესახებ ისაუბრა.
“ეს არის მაღალი სიზუსტის დამჭერი რაკეტები, რომლებიც ეფექტურად გაანადგურებს “შაჰიდის” დრონებს. მათი ეფექტურობა 2022-2024 წლებში ბრძოლაში უკვე დადასტურებულია”, – თქვა მინისტრმა.
თუმცა, როგორც ირკვევა, უკრაინა ამ რაკეტებს მყისიერად ვერ მიიღებს და საუბარია დროში გაწელილ პროცესზე. როგორც უმეროვმა აღნიშნა, ამ რაკეტების წარმოება არ არის უახლოესი გეგმა და მას უნდა ველოდოთ მომავალში, როგორც გრძელვადიან ძალისხმევას უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში.
“დიდი ბრიტანეთის ეს დახმარება უკრაინის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდია თავდაცვისა და უსაფრთხოების მხრივ. ამ პაკეტის მიზანია გააძლიეროს უკრაინის საჰაერო თავდაცვა 2030 წლამდე”, – განაცხადა კირ სტარმერმა
UK-ის პრემიერმა ასევე აღნიშნა რომ ამ რაკეტებს დაამზადებს ბრიტანული კომპანია “thales” – უკრაინული ბიზნესებისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით. შეიარაღების მიწოდების გარდა, ეს შეთანხმება ითვალისწინებს უკრაინაში ირაღის ლოკალურ წარმოებას და ტექნოლოგიებს, რათა გაიზარდოს სტრატეგიული დამოუკიდებლობა საჰაერო თავდაცვაში.
ავტორი: ხატია კახიძე