ახალი ამბები

გარდაიცვალა პოლიტიკოსი ბაჩუკი ქარდავა

27 დეკემბერი, 2024 •
გარდაიცვალა პოლიტიკოსი ბაჩუკი ქარდავა

54 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა პოლიტიკოსი, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი ბაჩუკი ქარდავა. ბაჩუკი ქარდავა ედპ-ის ლიდერი იყო.

გარდაცვალებაზე ინფორმაციას პარტიის პრესსპიკერი კატო შინდაგორიძე ავრცელებს.

ბაჩუკი ქარდავა ედპ-ის დამფუძნებელ გიორგი ჭანტურიასთან 1991 წლიდან თანამშრომლობდა. 1993 წელს ედპ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატის (აედ-ის) დამფუძნებელი და თავმჯდომარე იყო. 1993-1994 წლებში- საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაციონალური საბჭოს პრეზიდიუმის წევრი. 1996 წელს გახდა ედპ-ის მთავარი კომიტეტის წევრი და ედპ-ის გაზეთის „ქართული ქრონიკის“ რედაქტორი. 1999 წელს გახდა ედპ-ის საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდივანი, ხოლო 2002 წელს – გენერალური მდივანი და მთავარი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი. 2003 წლის დეკემბრიდან იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე. 2020 წლიდან იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი