ახალი ამბები

ნიკა მაჭუტაძე და ბაჩუკი ქარდავა პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან

25 სექტემბერი, 2023 •
ნიკა მაჭუტაძე და ბაჩუკი ქარდავა  პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები ნიკა მაჭუტაძე და ბაჩუკი ქარდავა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან. ამის შესახებ ნეტგაზეთს ნიკა მაჭუტაძემ განუცხადა.

ნიკა მაჭუტაძის განცხადებით, მათი პოლიტიკურ ჯგუფის სახელწოდება „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ იქნება.

როგორც ნიკა მაჭუტაძე ამბობს, ამ ეტაპზე პოლიტიკურ ჯგუფში მხოლოდ ის და ბაჩუკი ქარდავა იქნებიან, თუმცა კონსულტაციები სხვა ოპოზიციონერებთანაც მიმდინარეობს. მისივე თქმით, მანამ, სანამ კონსულტაციები მიმდინარეობს, ვერ დაასახელებს იმ დეპუტატებს, ვისაც მათ პოლიტიკურ ჯგუფში გაწევრიანებას სთავაზობს.

ნიკა მაჭუტაძე და ბაჩუკი ქარდავა პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბლოკის სიით მოხვდნენ. თუმცა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ მას შემდეგ დატოვეს, რაც რამდენიმე თვის წინ მხარი დაუჭირეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად „ქართული ოცნების“ კანდიდატების არჩევას.

მასალების გადაბეჭდვის წესი