ახალი ამბები

პარლამენტარმა ბაჩუკი ქარდავამ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა

18 ნოემბერი, 2021 • 910
პარლამენტარმა ბაჩუკი ქარდავამ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა

პარლამენტარმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა, რომ დღეიდან მშრალ შიმშილობაზე გადადის.

ეს გადაწყვეტილება მან მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ მიიღო.

ქარდავამ შიმშილობა კვირას, 14 ნოემბერს გამოაცხადა.

18 ნოემბერს, ხუთშაბათ საღამოს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათი ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა, გონება დაკარგა და ის საკაცით აიყვანეს რეანიმაციაში.

ნიკა გვარამიას თქმით, ამჟამად ის კონტაქტურია და უკეთაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი