ახალი ამბები

ომბუდსმენი: არასათანადო მოპყრობაზე 226 დაკავებული საუბრობს

11 დეკემბერი, 2024 •
ომბუდსმენი: არასათანადო მოპყრობაზე 226 დაკავებული საუბრობს

სახალხო დამცველი განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს აქციებზე დაკავებულ პირებთან დაკავშირებით.

ომბუდსმენის ცნობით, 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით, მისმა წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში მოინახულეს 352 ადამიანი.

აქედან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 226, ხილული დაზიანება აღენიშნებოდა 157-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი