ახალი ამბები

პროტესტის მეხუთე დღე — განახლებადი

2 დეკემბერი, 2024 •
პროტესტის მეხუთე დღე — განახლებადი

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში უკვე მეხუთე დღეა, რაც აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოიღოს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების საკითხი.

დღევანდელ, 2 დეკემბრის მთავარ მოვლენებს თვალი ადევნეთ „ნეტგაზეთის“ განახლებად მასალაში:


01:32 — შსს აცხადებს, რომ პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი – 1987 წელს დაბადებული თ.ზ. დააკავეს. მას ბრალად მოლოტოვის კოქტეილის სროლა ედება. სისხლის სამართლის ბრალდებით, უწყების ცნობით, ამ ეტაპზე 5 ადამიანია დაკავებული.

01:03 — საქართველოს ელჩი ჩეხეთში გადადგა

01:02 — სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე ჩხრეკს აქციის მონაწილეს და აკავებს იმის გამო, რომ ჩანთაში მხუთავი აირისგან დამცავი აირწინაღი უპოვეს.

00:46 — ურთიერთობები ჩვეულ რეჟიმში აღარ გაგრძელდება, ამბობს ევროკომისიის გაფართოების კომისარი

23:50 — „უკან უნდა იქნას გაწვეული“ — ბელგიის ეპარქია „ოცნების“ გადაწყვეტილებაზე

23:48 — „ქართველი ხალხის მხარეს ვართ“ — ამბობს სახდეპის სპიკერი, მეთიუ მილერი

23:37 — აქციაზე ნაცემი და დაკავებული ზვიად რატიანი 8-დღიან პატიმრობაში დატოვეს

23:26 — თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის მტკიცებით, აქციაზე მყოფ „გარკვეულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნები ჰქონდათ“.

23:00ომბუდსმენი მოუწოდებს შსს-ს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები

22:23 — გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, სებასტიან ფიშერი მიიჩნევს, რომ საქართველოში ბოლო ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარე პროტესტები აჩვენებს, რომ ბევრ ქართველს ქვეყნის ევროკავშირში ხილვა სურს.

22:06 — სპეცრაზმელებმა, სულ მცირე, რამდენიმე მოქალაქე დააკავეს. მოქალაქეები სასტუმრო „მერიოტთან“ გაჩერდნენ.

21:57 — სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო. პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორია, დიდწილად, ძალოვნებმა დაიკავეს.

21:52 შსს აცხადებს, რომ რუსთაველზე მიმდინარე აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მოძალადე ჯგუფის წევრების მიმართ გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს.

21:10 — სტუდენტების თქმით, თსუ-ს რექტორ ჯაბა სამუშიასთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

20:40 — მიტინგი ამ წუთებში ჩხოროწყუშიც მიმდინარეობს.

19:56 – კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ოტავა სანქციებს დაუწესებს საქართველოში „ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელ პირებს“.

19:30საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ანგარიში გამოაქვეყნა ძალოვნების მიერ მოქალაქეებზე ძალადობაზე. „დაკავებულებს უმოწყალოდ სცემდნენ, მიკროავტობუსში სისხლი იდგა“, – აცხადებს საია. 

16:47 ბიძინა ივანიშვილს და 9 ჩინოვნიკს ბალტიისპირეთში შესვლა აეკრძალათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი