აქციაზე ნაცემი და დაკავებული პოეტი ზვიად რატიანი 8-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში დატოვეს.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ მიიღეს.
როგორც პროცესზე მისული მოქალაქეები ამბობენ, სასამართლო პროცესი მცირე დარბაზში ჩატარდა, რის გამოც სასამართლოში მისულთა ნაწილმა პროცესზე შესვლა ვერ შეძლო.
ზვიად რატიანი 28 ნოემბერს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის გვერდით, ჭიჭინაძის ქუჩაზე დააკავეს. დაკავებისას მას სპეცრაზმელები სასტიკად გაუსწორდნენ.