ახალი ამბები

სირაძის მტკიცებით, „გარკვეულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნები ჰქონდათ“

2 დეკემბერი, 2024 •
სირაძის მტკიცებით, „გარკვეულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნები ჰქონდათ“

თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის მტკიცებით, აქციაზე მყოფ „გარკვეულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნები ჰქონდათ“.

„ყველამ დავინახეთ – გარკვეულ პირებს ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნები. აუცილებლად მოხდება იდენტიფიკაცია იმ მოძალადეებისა, რომლებიც პოლიციაზე ძალადობენ. მათ შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ვაფრთხილებ მათ, რომ არც ისე ცოტა სასჯელია“, – ამბობს იგი.

სპეცრაზმმა და ძალოვნებმა დღეს, 2 დეკემბერს, უკვე მეხუთედ დაარბიეს მომიტინგეები.

მასალების გადაბეჭდვის წესი