ახალი ამბები

„დავასანქცირებთ მათ, ვინც ჩართულია ადამიანის უფლებების დარღვევაში“ – კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი

2 დეკემბერი, 2024 •
„დავასანქცირებთ მათ, ვინც ჩართულია ადამიანის უფლებების დარღვევაში“ – კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი ამბობს, რომ კანადა შეუერთდება ბალტიის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ.

„კანადა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს. შეშფოთებულნი ვართ იმით, რასაც აკეთებს საქართველოში რუსეთი. დავასანქცირებთ პირებსა და ბიზნესებს, ვინც ჩართულია ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაში. ამ თემაზე ჩემგან ამ დღეებში უფრო მეტს მოისმენთ“, – თქვა მან ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი