რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებებს, როგორც წესი, დაპატიმრება მოჰყვება.
„მედვედევმა განაცხადა, რომ საქართველის მარიონეტმა პრეზიდენტმა უარი თქვა არჩევნების აღიარებაზე და კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა, რასაც, როგორც წესი, თანამდებობიდან ჩამოშორება და დაპატიმრება მოჰყვება“, – იუწყება რუსული სამთავრობო მედია „რია ნოვოსტი“.