ახალი ამბები

“ფედერალისტები” დამფუძნებელი ყრილობის შემდეგ უერთდებიან მარშს – “საქართველო ირჩევს ევროკავშირს”

20 ოქტომბერი, 2024 •
“ფედერალისტები” დამფუძნებელი ყრილობის შემდეგ უერთდებიან მარშს – “საქართველო ირჩევს ევროკავშირს”

დღეს გაიმართა პარტია “ფედერალისტები” დამფუძნებელი ყრილობა. ყრილობაზე დაამტკიცეს პარტიის წესდება და სიმბოლიკა. ასევე, აირჩიეს პოლიტიკური საბჭოს წევრები და თავმჯდომარე – გიგა ბოკერიამ.

ბოკერიამ შეკრებილებს მიმართა, ყრილობის დასრულების შემდეგ შეერთებოდნენ მარშს – “საქართველო ირჩევს ევროკავშირს”.

“დღევანდელი მარში არის რეპეტიცია იმის, რაც უნდა მოხდეს არჩევნებზე. ანუ, გამოხატვა ჩვენი საზოგადოების ნების […] მთავარი გზავნილი ჩვენი შეკრების, გარდა იმისა, რომ დღეს ჩვენი პოლიტიკური პარტია ფუძნდება სამართლებრივად, იურიდიულად, არის ის, რომ ჩვენ, რამდენიმე დღეში დასაცავი გვაქვს ჩვენი საერთო არჩევანი, ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის და ჩვენი შემდგომი თაობების უფლების და შანსის, რომ თავისუფალ, ევროპულ, ქართულ სახელმწიფოში იცხოვრონ”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

“ფედერალისტები მარშს რესპუბლიკის მოედნიდან, 17:00 საათზე დაიწყებენ და “თავისუფლების მოედანზე” დიდ აქციას შეუერთდებიან. აქციაზე მოქალაქეები მარშით მივლენ კიდევ ოთხი სხვა ადგილიდან – მარჯანიშვილის მოედნიდან, გმირთა მოედნიდან, 300 არაგველის ობელისკიდან და მთაწმინდაზე, ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთიდან.


“ფედერალისტები” დააფუძნა “ევროპული საქართველოდან” გამოყოფილმა ჯგუფმა. გაყოფის შესახებ ინფორმაცია 1-ელ აგვისტოს გავრცელდა. პარტიაში დარჩენილები მალევე შეუერთდნენ კოლაიციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”. “ევრიპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი ამ კოალიციის საარჩევნო სიის მე-7 ნომერია. რაც შეეხება “ფედერალისტებს”, ისინი 26 ოქტომბრის საპარლამენტი არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ.

დეტალური ინფორმაცია კონფლიქტისა და პარტიის გაყოფის შესახებ, წაიკითხეთ შემდეგ ბმულებზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი