ახალი ამბები

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სია ცნობილია

26 სექტემბერი, 2024 •
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სია ცნობილია

კოალიცია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სია ცნობილია. პირველ და მე-2 ადგილებს კოალიციაში შემავალი ორი დიდი პარტიის, “ნაციონალური მოძრაობისა” და “კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარეები, თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე ინაწილებენ.

22-კაციანი სიის შემადგენლობა ასეთია:

1. თინა ბოკუჩავა
2. გიორგი ვაშაძე
3. სოფო ჯაფარიძე
4. კობა ნაყოფია
5. გია ჯაფარიძე
6. პეტრე ცისკარიშვილი
7. გიგი წერეთელი
8. ირაკლი ხვადაგიანი
9. თამარ კორძაია
10. ირაკლი ფავლენიშვილი
11. კახაბერ ოქრიაშვილი
12. რამაზ ნიკოლეიშვილი
13. ეკა ხერხეულიძე
14. ლევან ხაბეიშვილი
15. ლაშა ბაქრაძე
16. ანა წითლიძე
17. ლევან ანთაძე
18. პაატა მანჯგალაძე
19. ლელა ჯეჯელავა
20. გუბაზ სანიკიძე
21. დიმიტრი ჩიქოვანი
22. გიორგი ჩალაძე

სია ცესკოში კოალიციის ლიდერებმა, თამარ კორძაიამ და ლევან ბეჟაშვილმა წარადგინეს. კორძაიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩამოთვლილი კანდიდატების დიდი ნაწილი აქამდე ხელისუფლებაში არ ყოფილან. ბეჟაშვილმა კი განაცხადა, რომ სიის ეს შემადგენლობა “ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებლის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხედვას ასახავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი