ახალი ამბები

ანა დოლიძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებები გიორგი გახარიამ ჩაშალა

19 სექტემბერი, 2024 •
ანა დოლიძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებები გიორგი გახარიამ ჩაშალა

კოალიციციის „ძლიერის საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ კოალიციისა და პარტია „საქართველოსთვის“ გაერთიანების სამდღიანი მოლაპარაკებები უკანასკნელის ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჩაშალა.

დღეს, 19 სექტემბერს, გამოქვეყნებულ პოსტში დოლიძე ამბობს, რომ ხაზარაძე მოლაპარაკებებს მთელი კოალიციის სახელით აწარმოებს და აღნიშნავს, რომ „გიორგი გახარიას გადაწყვეტილება და მოლაპარაკებების ჩაშლა სრულიად გაუგებარია“.

„ჩვენ ვართ კოალიცია და კოალიციაში დამახასიათებელია დისკუსია, მსჯელობა და მრავალხმიანობა. ვისაც ეს არ ესმის, მას არ ესმის კოალიციის მუშაობის მთავარი პრინციპი. სწორედ, ამ პრინციპით იმუშავებს შემდეგი ხელისუფლება. კოალიცია ,,ძლიერი საქართველო” არის ყველაზე ფართო კოალიცია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სუბიექტი ამ მრავალფეროვნებას პატივს სცემს“, – წერს დოლიძე.

მისივე თქმით, მოხარულია, რომ „მომზადებულია საფუძველი მომავალი კოალიციური თანამშრომლობისთვის“ გახარიას პარტიასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი