ახალი ამბები

პორტუგალიის ციხიდან 5 პატიმარი გაიქცა, მათ შორის ერთი ქართველია

9 სექტემბერი, 2024 •
პორტუგალიის ციხიდან 5 პატიმარი გაიქცა, მათ შორის ერთი ქართველია

პორტუგალიაში მკაცრი რეჟიმის ციხიდან ხუთი პატიმარი გაიქცა, რომელთა შორის ერთი ქართველია.

როგორც Euronews წერს, გაქცეულ პატიმრებს შორის 42 წლის შერგილ ფარჯიანია. მას პორტუგალიის ციხეში 7 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ძარცვის, ძარცვის დროს ძალადობის და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით.

რაც შეეხება მის თანამზრახველებს, სხვა გაქცეულები დიდი ბრიტანეთის, არგენტინისა და პორტუგალიის მოქალაქეები არიან. გამოცემის ცნობით, გაქცეული პატიმრები მსჯავრს ისეთი მძიმე დანაშაულებისთვის იხდიდნენ, როგორიცაა მკვლელობა, ნარკოტიკების გადატანა, ქურდობა და გატაცება.

ადგილობრივი სამართალდამცავების განცხადებით, პატიმრები თოკის დახმარებით ციხის 6 -მეტრიან ღობეზე გადაძვრნენ. გაქცევაში გარედან თანამზრახველები დაეხმარნენ.

პორტუგალიის ხელისუფლებამ გაქცეულ პატიმრებთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა და მოსახლეობას მოუწოდა, რომ თუ რომელიმე მათგანს დაინახავენ, არ მიუახლოვდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი