ახალი ამბები

პორტუგალიაში რომან აბრამოვიჩის €10 მილიონი ღირებულების სახლი დააყადაღეს – მედია

14 მაისი, 2022 • 1278
პორტუგალიაში რომან აბრამოვიჩის €10 მილიონი ღირებულების სახლი დააყადაღეს – მედია

პორტუგალიაში რუსი ოლიგარქის რომან აბრამოვიჩის 10 მილიონი ევროს ღირებულების სახლი დააყადაღეს. ამის შესახებ ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა Publico ავრცელებს.

მათივე ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით, ალგარვეს რეგიონში მდებარე ოლიგარქის ქონება გაყინულია.

გამოცემის თანახმად,აბრამოვიჩმა ქონების გაყიდვა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებამდე 15 დღით ადრე სცადა, თუმცა პორტუგალიის უმსხვილესმა ბანკმა Caixa Geral de Depositos-მა შენიშნა ეს ნაბიჯი და ხელისუფლება გააფრთხილა.

აბრამოვიჩი პორტუგალიის მოქალაქეობას 2021 წლიდან ფლობს.

რომან აბრამოვიჩი ერთ-ერთი იმ რუს ოლიგაქთა შორის, რომელსაც უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ბრიტანეთმა და ევროკავშირმა სანქციები დაუწესა.

რომან აბრამოვიჩმა „ჩელსი“ 2003 წელს შეიძინა, ქონება კი 1990-იან და 2000-იან წლებში დააგროვა. იყო რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი და ჩუკოტკის ოლქის გუბერნატორი. თუმცა მას შემდეგ, რაც დასავლეთმა რუსი ოლიგარქების მიმართ სანქციების დაწესება დაიწყო, აბრამოვიჩი, რომელიც „ჩელსის“ მფლობელია, კლუბის მმართველობას ჩამოშორდა. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ კლუბის გაყიდვას გეგმავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი