ახალი ამბები

დაიწყო მოლაპარაკებები პორტუგალიასთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე – მინისტრის მოადგილე

8 სექტემბერი, 2021 • 918
დაიწყო მოლაპარაკებები პორტუგალიასთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე – მინისტრის მოადგილე

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ დაიწყო მოლაპარაკებები პორტუგალიასა და საქართველოს შორის პირდაპირ ავიარეისებთან დაკავშირებით.

8 სექტემბერს, პორტუგალიის ეროვნული ავიაკომპანიის, TAP Air Portugal-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ქვრივიშვილმა ფეისბუკზე დაწერა:

„დავიწყეთ მოლაპარაკება პორტუგალიიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობაზე“.

„საქართველოს ავიაციის სექტორის შთამბეჭდავი აღდგენის ტემპი და ტურიზმის სექტორის უდიდესი პოტენციალი – პოზიტიურ მოლოდინებს გვიქმნის პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობაზე“, – წერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

მასალების გადაბეჭდვის წესი