ახალი ამბები

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს გადასცემენ

4 თებერვალი, 2023 • 2254
პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს გადასცემენ

პორტუგალია უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს გაუგზავნის. ამის შესახებ პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონიო კოშტამ განაცხადა.

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ უკრაინისთვის ტანკების გადაცემას მარტის ბოლოსთვის შეძლებენ, თუმცა რა რაოდენობაზეა საუბარი, მას არ დაუკონკრეტებია.

მისი თქმით, ამჟამად პორტუგალია გერმანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა მათ არსენალში არსებული Leopard-ების შესაკათებლად საჭირო ნაწილები მიიღონ.

Reuters-ის ცნობით, გასულ თვეში პორტუგალიის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ მათ 37 Leopard 2-ის ტანკი აქვთ, თუმცა უმეტესობა უმოქმედოა.


Leopard 2  გერმანული წარმოების მთავარი საბრძოლო ტანკია. ის საკუთარი შეტევითი პოტენციალით გამოირჩევა.

Leopard 2-ის ტანკები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო არსენალში ირიცხება. ისინი ამ ქვეყნებს ექსპორტის ლიცენზიით მიეწოდა. სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე გერმანიას შეუძლია ვეტო დაადოს მის რეექსპორტს. მაგალითად, არ მისცეს ამის უფლება პოლონეთს, რომელსაც უკრაინისთვის აღნიშნული ტანკების გადაცემა სურს.

უკრაინა და მისი მოკავშირეები კი მიიჩნევენ, რომ ომის დასრულებას დააჩქარებდა რუსეთის დამარცხება უკრაინის კონტრშეტევით ბრძოლებში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი