ახალი ამბები

“ძლიერი საქართველო” გაფართოვდა – ვინ არიან კოალიციის ახალი წევრები

22 აგვისტო, 2024 •
“ძლიერი საქართველო” გაფართოვდა – ვინ არიან კოალიციის ახალი წევრები

კოალიცია “ძლიერ საქართველოს” ახალი წევრები ემატებიან. კოალიციაში შემავალი “თავისუფლების მოედნის” დამფუძნებელმა, ლევან ცუცქირიძემ დღეს, 22 აგვისტოს მოძრაობის ახალი წევრები წარადგინა.

ესენი არიან:

  • მარინა გულედანი — კაპიტალის ბაზრის ექსპერტი;
  • ლაშა უჩავა — ექიმი;
  • როლანდ შავაძე — მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული;
  • ლევან შატბერაშვილი — ფილოსოფოსი;
  • დავით ჯინჭარაძე — ფსიქოლოგი;
  • არჩილ ჟორჟოლიანი — ActID-ის ჰუმანიტარული პროექტის კოორდინატორი;
  • ნანა გოგოხია — სამართალმცოდნე.

“პოლიტიკაში საქმიანობის დაწყება არ არის ადვილი საქმე. ეს არის ნამდვილად გაბედული გადაწყვეტილება და ძალიან მიხარია, რომ ჩვენი გუნდი ამ არაჩვეულებრივი, პატრიოტი, პროფესიონალი და პატიოსანი ადამიანებით ძლიერდება”, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ მათი წარდგენისას.

“თავისუფლების მოედანთან” ერთად, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” შემადგენლობაში არიან პარტიები – “ლელო”, ანა დოლიძე – ხალხისთვის” და “მოქალაქეები”. მათი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია ყოფილი პოლიტიკოსი, დავით გამყრელიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი