ახალი ამბები

სხვისი კუთვნილი 271 ჰექტარი მიწის დაუფლების საქმეზე 3 პირს პატიმრობა შეუფარდეს

22 ივლისი, 2024 •
სხვისი კუთვნილი 271 ჰექტარი მიწის დაუფლების საქმეზე 3 პირს პატიმრობა შეუფარდეს

საქართველოს პროკურატურამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის ერთ მოქალაქეს და საქართველოს ორ მოქალაქეს ბრალი წარუდგინა.

როგორც პროკურატურა აცხადებს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  კახეთის რეგიონში მდებარე სხვისი კუთვნილი 271 ჰექტარი მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მიზნით, რალდებულებმა დაამზადეს ყალბი დოკუმენტები — უცხოენოვანი მინდობილობა და ნასყიდობის ხელშეკრულება.

ოფიციალური ვერსიით, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთ წევრზე მიწის ნაკვეთის გადაფორმების მიზნით, ბრალდებულებმა ყალბი დოკუმენტები საჯარო რეესტრში წარადგინეს, თუმცა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მყისიერი და ეფექტური რეაგირების შედეგად განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს.

წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება გრძელდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი