ამ ჯგუფის შეფასებით, 5 ნოემბრის განჩინებამ რ2-ის საქმე კანონისმიერი, სამართლებრივი ჩარჩოებიდან გაიყვანა, ხოლო მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა მას შემდეგ, რაც კომუნიკაციების კომისიამ რუსთავი ორი მენეჯმენტში შექმნილი ვაკუუმის თაობაზე გააფრთხილა და 15 ნოემბერს არხს გათიშვით დაემუქრა.
საზოგადოებრივი დაცვის ჯგუფი მოუწოდებს ქიბარ ხალვაშს, დროებით მმართველებს – რევაზ საყევარიშვილს და დავით დვალს – საჩივრის საბოლოო გადაწყვეტამდე დაეთანხმონ დროებითი მმართველის დანიშვნის შესახებ განჩინების შეჩერებას. ამ მოთხოვნით, 2015 წლის 11 ნოემბერს სასამართლოს რუსთავი 2-ის მფლობელების, ყარამანიშვილების იურისტებმა მიმართეს.
ჯგუფი მიიჩნევს, რომ ამაზე დათანხმება ნიშნავს, რომ ტელეკომპანიის მფლობელობის შესახებ მიმდინარე დავა კვლავ სამართლებრივ სივრცეში დაბრუნდება, ხოლო რუსთავი 2 გაკოტრებისა და გაჩერებისგან გადარჩება.
აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ:
ირაკლი საღინაძე
ელენე ხოშტარია
ნინო დანელია
ქეთი დევდარიანი
ნინია კაკაბაძე
სერგი კაპანაძე
ეკა გიგაური (საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო)
ზვიად დევდარიანი (სამოქალაქო განათლების სააგენტო)
ლექსო მაჭავარიანი
თამარ ჩერგოლეიშვილი
თათა ცოფურაშვილი
თამარ კინწურაშვილი
პაატა გაფრინდაშვილი
აჩიკო გულედანი
ირაკლი კიკნაველიძე
გიგა ბედინეიშვილი
ბექა მინდიაშვილი
ეკა ჭითანავა
ირაკლი ტაბლიაშვილი
ნათია სამუშია
ლევან ღამბაშიძე
გიორგი მელაძე
თეო ხატიაშვილი
გიორგი მშვენიერაძე
ზუკა გუმბარიძე
ვახო ბაბუნაშვილი
ნინო მაჭარაშვილი
ლევან რამიშვილი
გუგა სულხანიშვილი
ირაკლი ვაჭარაძე
გიორგი ტუღუში
თამარ გურჩიანი
გიორგი ნონიაშვილი
მაგდა გურული
ბაია პატარაია