10:00 საათზე სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) რიგით მეორე პროექტის გახსნის ცერემონიალი გამართება. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახსნის. მას დაესწრებიან ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარინა კალიურანდი და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე.
11:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში შემოქმედებითი გაერთიანება ეროვნული იმპერატივი გიორგი სავანელი, თამარ ადამია,ქეთევან შერვაშიძე პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის დაარსება
11:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პოლიტიკური დაპირისპირება, რუსთავი2
11:30 საათზე თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი, „რესპუბლიკელი“ დავით ზურაბიშვილი პორტალ„კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენები და მასთან დაკავშირებით ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული ხმაურიანი განცხადებები; „შუაღამის განჩინება“. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
12:00 საათზე, სახალხო დამცველი ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს დუბრავკა სიმონოვიჩს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია.
12:00 საათზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი თამაზ მეჭიაური პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. თემები: პრეტენზიები დიპლომატიური კორპუსის მიმართ და რას ითხოვს მათგან დეპუტატი; საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი; 2016 წლის ბიუჯეტი; ლარი და ზედამხედველობა. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა599726565.
12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი შოთა მალაშხია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პოლიტიკური დაპირისპირება, რუსთავი2
12:00 საათზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში, პარტია “მემარცხენე ალიანსის” ლიდერები “სოკარის” უკანონო, დანაშაულებრივი ქმედებების წინააღმდეგ საპროტესტო აქციას ჩაატარებენ, რომელსაც 500–ზე მეტი დაზარალებული ოჯახის წარმომადგენლები დაესწრებიან. “მემარცხენე ალიანსი” აიძულებს ბანდიტურ კომპანიას აღადგინოს მოსახლეობისთვის შეწყვეტილი ბუნებრილი აირის მიწოდება. საკონტაქტო პირი ნინო ქეშელაშვილი მობ.: 598 700 642
13:00 საათზე საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში წყნეთში 80-მდე წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე დაირგვება. გამწვანების აქციაში მონაწილეობას თბილისის მერი დავით ნარმანია, ვაკის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად ჭილაია და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს სხვა წარმომადგენლები მიიღებენ. მისამართი : 1. ამილახვრის #31 (სამთავრობო აგარაკებამდე მდებარე ტერიტორია) 2. გურამიშვილის ქუჩის მიმდებარე ტყე-პარკი. საკონტაქტო პირი : ნინო ძაგნიძე 599 562 555
13:30 საათზე დაბა ყაზბეგში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იუსტიციის სახლს გახსნის. ღონისძიების ოფიცალური ნაწილის დასრულების შემდეგ კონცერტი გაიმართება.