ახალი ამბები

ნაფეტვრების ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენის დაყრისთვის ერთი პირი დაჯარიმდა

8 ნოემბერი, 2015 • • 1030
ნაფეტვრების ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენის დაყრისთვის ერთი პირი დაჯარიმდა

დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ინტენსიური მონიტორინგი შემდეგ, გამოვლინდა სამართალდამრღვევი, რომელმაც ნაფეტვრებში დიდი რაოდენობით სამშენებლო ნარჩენი დაყარა. აღნიშნულმა პირმა დანაშაული განმეორებით ჩაიდინა და ნაფერტვრების ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანით კვლავ ინერტული მასალა მიიტანა. დეპარტამენტის ცნობით, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნება შესაბამის ორგანოებში.

 

სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დაბინძურებისას ფიზიკური პირი ჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირი კი – 1500 ლარის ოდენობით. განმეორებით შემთხვევაში ჯარიმის თანხა ორმაგდება. 

 

ნაფეტვრების ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენის დაყრისთვის ერთი პირი დაჯარიმდა
ნაფეტვრების ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენის დაყრისთვის ერთი პირი დაჯარიმდა

მასალების გადაბეჭდვის წესი