ახალი ამბები

დავით დვალი არ ფიქრობს, რომ რუსთავი 2-ში ყოფილი მფლობელები დეკორაცია იქნებიან

6 ნოემბერი, 2015 • 949
დავით დვალი არ ფიქრობს, რომ რუსთავი 2-ში ყოფილი მფლობელები დეკორაცია იქნებიან

სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის დროებით მმართველად დანიშნული დავით დვალი აცხადებს, რომ მისთვის და რუსთავი 2-ის კიდევ ერთი მფლობელისთვის, ჯარჯი აქიმიძისთვის, მისაღებია ტელეკომპანიის 50% წილის დაბრუნება.

 

დვალის განცხადებით,  ეს არის “წითელი ხაზი”, რომლის იქითაც არ დაიწყებს დავას.

 

“[უხერხულია] აბსოლუტურად მესმის, რომ ბატონ ქიბარს,  რომელიც მთლიანი ტელევიზიის დაბრუნებისთვის იბრძვის, მივიდე და ვუთხრა, რომ საკონტროლო პაკეტი ჩამაბარე, 60 % ჩვენია და რაღაცა.  რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი იყო ეს 60% მაგრამ , მაგრამ ახლა არარეალისტურად მეჩვენება”, – განაცხადა დვალმა 6 ნოემბერს ქიბარ ხალვაშთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

მისი თქმით, მათთვის პრინციპული იყო, რომ პარიტეტი აძლევს საშუალებას,  “არც ერთმა მხარემ მეორე მხარის დაუკითხავად არ მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება. იქნება ეს საკადრო გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანი და ასე შემდეგ”.

 

“ჩემთვის ეს ძალიან პრინციპულია, რომ ქიბარი მოდის ამ ნაბიჯზე, ჩვენთვისაც ეს კატეგორიული ზღვარი იყო, რომლის იქითაც ჩვენ ვიტყოდით, რომ დეკორაცია ვართ და არ გვინდა ამაში მონაწილეობა. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ურთიერთგაგებას მივაღწიეთ ამ ნაწილში”, – აცხადებს დავით დვალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი