ახალი ამბები

ქიბარ ხალვაში: დვალს და აქიმიძეს ვუთმობ ჩემი წილის ნახევარს, ეს ჩემი კეთილი ნებაა

6 ნოემბერი, 2015 • • 2466
ქიბარ ხალვაში: დვალს და აქიმიძეს ვუთმობ ჩემი წილის ნახევარს, ეს ჩემი კეთილი ნებაა

“მე გამარჯვებული ვარ, მიუხედევად იმისა, თუ როგორ დამთავრდება საბოლოოდ სასამართლო. ჩვენ მივმართეთ დავის ცივილიზებულ ფორმას სასამართლოს და პირველმა ინსტანციამ ჩემ სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი. მინდა მოვხსნა ყველა კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნები რუსთავი 2”, – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

 

მისი თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია სამართლიანობა აღდგეს არა მხოლოდ მის მიმართ, არამედ ყველა იმ პირისთვის, რომლებიც დაზარლდნენ “სააკაშვილის რეჟიმის დროს”. 

 

“დღეს ჩემთან ერთად არიან აქიმიძე და დვალი, მე მინდა, რომ ამ ბრძოლაში სამართლიანობა აღდგეს ყველა პირისთვის, რომელიც დაზარლდა სააკაშვილის რეჟმის დროს.

 

მე დათოსთან ერთად ვილაპარაკე და შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენი კომპანია პარიტეტულ საწყისებზე იქნება, ეს ჩემი კეთილი ნებაა. ხალხს უნდოდა, სამართლიანი იყოს ყველაფერი… ამდენად, თუ მე მეკუთვნის ტელეკომპანია რუსთავი 2, მაშინ დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ვუთმობ ჩემი წილის ნახევარს. თვითონ დათო და ჯარჯი ამ კომპანიის საწყისში არიან. მე ამ კომპანიის მმართველობაში მონაწილეობას არ მივიღებ და ამ საქმინობას წარმართავენ დვალი, აქიმიძე და საყევარიშვილი”, – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

რეზო საყევარიშვილი, პაატა სალია, ქიბარ ხალვაში და დავით დვალი
რეზო საყევარიშვილი, პაატა სალია, ქიბარ ხალვაში და დავით დვალი

მასალების გადაბეჭდვის წესი