ახალი ამბები

აშშ-ის ელჩი: სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას პოლიტიკური შინაარსი აქვს

6 ნოემბერი, 2015 •
აშშ-ის ელჩი: სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას პოლიტიკური შინაარსი აქვს

“სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს. დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკული აზრს ხელი უნდა შეეწყოს და არა – მიჩუმდეს”, – აცხადებს ელჩი კელი 6 ნოემბერს.

 

“ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. მოვუწოდებთ მთავრობას, დაიცვას მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები, რას ამ მისწრაფებათა განუყოფელი ნაწილია. ამავე დროს, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ძალადობისაგან და ხელი შეუწყოს დიალოგის გზით ვითარების მშვიდობიან მოგვარებას”, – ნათქვამია ელჩის განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა.

იან კელი
იან კელი

მასალების გადაბეჭდვის წესი